უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სამხედრო დანაყოფის 70 ჯარისკაცი დაიღუპა.
აღნიშნულ ინფორმაციას, სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი დმიტრო ჟივიცკი ავრცელებს.
„გუშინ, მტრის არტილერიამ დაფარა ჩვენი სამხედრო დანაყოფი. ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა გრძელდება. ადგილზე სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამსახური და მოხალისეები არიან. ბევრია გარდაცვლილი. ახლა ისინი ამზადებენ სასაფლაოებს 70 დაღუპული უკრაინელი სამხედროსთვის. ვამზადებთ ჩვენი ორასეულის მონაცემებსაც“, - წერს დმიტრო ჟივიცკი.
მან ასევე აღნიშნა, რომ მტერსაც დიდი დანაკარგი აქვს. მათ ცხედრებს წითელი ჯვარი რუსეთში გადაასვენებს.
ჟივიცკის თქმით, მტრის დანაყოფების თავდასხმისა და დაბომბვის მიუხედავად ქალაქი არ დანებებულა.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.