logo
ENG



ბადრი ჯაფარიძე: ანაკლია არაა ჩვეულებრივ ეკონომიკური პროექტი

16 ოქტ 201916:58
3 წუთის საკითხავი
 
avdn7pxklfj63q4.jpg

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის განხორციელებისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, სახელმწიფო პროექტის ჩაშლით მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. 

„ეს პროექტი ცდება ჩვეულებრივ ეკონომიკურ პროექტს, რადგან მას ქვეყნისთვის მოაქვს ძალიან დიდი პოლიტიკური დივიდენდები. აქედან გამომდინარე, იმ სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც სახელმწიფოს განვითარება დასავლეთის ვექტორით არ არის მისასალმებელი, არც ანაკლიის პროექტია მისასალმებელი. ბევრი ინვესტორი მართლა ესე აღიქვამდა, რომ ეს იყო უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული, როდესაც რუსულ სამხედრო შენაერთებიდან 4 კილომეტრში უნდა ააშენო პროექტი. ამ პირობებში შევძელით მოგვეძიებინა ინვესტორები," - განაცხადა ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა უთხრა რა უნდათ შავ ზღვაში ამერიკელებსო.

ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია.  ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტებს არ წარადგენდა. 

ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საბოლოო ვადა 2019 წლის ბოლომდე ეძლევა.

 

 


close დახურვა