logo
ENG



ბადრი ჯაფარიძე: ერთადერთი სწორი გამოსავალია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმება

02 ნოე 202014:56
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. 

მისი აზრით, თუ მმართველი გუნდი ამას არ დათანხმდება, არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. 

"ჩვენი პარტიის ხედვა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც აუცილებლად გაღრმავდება, თუკი ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა არალეგიტიმურად ჩატარებული პარლამენტის შეკრება და შესაბამისად, იგნორირება საზოგადოების დიდი უმრავლესობის მოსაზრების და მათი მოთხოვნის. ჩემი აზრით, ეს შეგვიყვანს ძალიან ღრმა კრიზისში. აქედან გამოსავალი ბევრად უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ის, ახლა რომ დავიწყოთ ლაპარაკი და შეთანხმება ახალ არჩევნებზე. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი". - თქვა ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში. 

პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ გაყალბებული ოქმები 8%-მდე უბნებში გაყალბდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 

იყო ე.წ კარუსელებიც. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ერთმა ადამიანმა ხმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა. 

ამომრჩევლის პირდაპირი გზით მოსყიდვის შემთხვევებიც. მედიებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. რამდენიმე მათგანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა, რომ მათ 40-50 ლარი გადაუხადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.


close დახურვა