logo
ENG



ბავშვი, რომელიც ბათუმში, ლიფტის შახტში ჩავარდა, თბილისში გადმოიყვანეს

05 მარ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 
1s001xi2of4ypjc.jpg

10 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა, თბილისში გადმოიყვანეს. მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც „ფორმულას“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას პოლიტრავმები, გულმკერდის, მენჯის, წელის, კისრის, კიდურების მოტეხილობები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 3 მარტს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 


close დახურვა