logo
ENG



ბათუმელების ინფორმაციით, ბათუმის პორტში 2 რუსული ტანკერი დგას

30 ივნ 202217:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/30/e65kvvulk3p8x7g.jpg
ფოტო: ბათუმელები

ბათუმის პორტში რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის 2 ტანკერია გაჩერებული. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

ერთი ტანკერი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, ხოლო მეორე პორტში პირდაპირ რუსეთიდან შემოვიდა. ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა ტანკერებზე სანქცირებული ტვირთი. 

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შემოვიდა. 

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც სანქცირებული ნავთობითაა დატვირთული, ბათუმის ნავსადგურს ტოვებს.  

რაც შეეხება ტვირთს, შემოსავლების სამსახურის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტების შემოწმებით დადგინდა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი იყო.

 


close დახურვა