ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხელვაჩაურის მერმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია და ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.