logo
ENG



ბათუმი: არჩილ ჩიქოვანი - 51.018% ; გიორგი კირთაძე - 48.982%; დათვლილია ხმების 100%

31 ოქტ 202104:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/31/8l2omok7dao38tu.jpg

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა. 

მან ხმების 51.018% მიიღო. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ - 48.982%; 

ხმების ბოლომდე დათვლამდე გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების მეთოდები იყო დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. 

მიუხედავად ყველაფრისა, კირთაძის თქმით, ოპოზიცია იქცეოდა კონსტრუქციულად და "ძალიან კარგად მომზადებული გავიდა არჩევნებზე". 

თუმცა, კენჭისყრის დღეს მიიღო დაპირისპირება ყველა უბანზე. "ე.წ ძველი ბიჭების მობილიზება უბნებზე, რომლებსაც უკვე ბეიჯები ჩამოკიდეს. ფიზიკური დაპირისპირება მათ შორის ქალებთან, ჟურნალისტებთან, კომისიის წევრებთან და ა.შ". - თქვა მან. 

მისივე განცხადებით, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ეს არ ყოფილა არჩევნები და რომ ქართულმა ოცნებამ, მისი დაქვემდებარებული ცესკოს დახმარებით, ხალხს არჩევანი წაართვა. კირთაძის თქმით, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და ამის გაგრძელებას გეგმავს ყველა კონსტიტუციური მეთოდით. 

რაც შეეხება არჩილ ჩიქოვანს - ის ენმ-ის ხელისუფლების დროს, 2004-2013 წლამდე მუშაობდა  აჭარის პროკურატურაში, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროს გამომძიებლად და ამავე სამმართველოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების უფროსად. 2010 წელს არჩილ ჩიქოვანი საქართველოს შს სამმართველოს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გმს ინსპექტორი იყო. ამავე წელს ის საქართველოს თავდაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსად დანიშნეს, სადაც 2013 წლამდე იმუშავა.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

ხმაური იყო საოლქო საარჩევნო კომისიებშიც, სადაც ხმებს ითვლიან. 


close დახურვა