logo
ENG



ბათუმი - ვადაგასული ხელისუფლება

28 ნოე 202119:24
3 წუთის საკითხავი
 

ის, რაც კვირის მანძილზე ბათუმის, ზუგდიდის და სხვა ქალაქების საკრებულოებში მოხდა, ხელისუფლების მიტაცება კი არა, უზურპაციია. ვადაგასულმა საკრებულოებმა, პარტიული ბოსების მითითებით, სუს-ის დახმარებით და პოლიციის ძალის გამოყენებით მომავალი წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს იმ მერებისთვის რომლებმაც ამ ქალაქების ამომრჩეველს არჩევანი მოსტაცეს. ოპოზიციის მერობის კანდიდატებს, მეორე ტურებში მოგებული არჩევნები ბიულეტენების გაბათილებით წაართვეს. გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის, ზეწოლის, პოლიტიკური ტერორის წინასაარჩევნო მანქანამ არჩვენების შემდეგაც მთელი ძალით გააგრძელა მუშაობა.

ზეწოლას მსხვერპლიც მოყვა - ადამიანი, რომელსაც ბათუმის ახალარჩეული ოპოზიციური საკრებულოს პირველი სხდომა, როგორც უხუცესს უნდა გაეხსნა, ზუსტად ერთი კვირის წინ დაკრძალეს. ნუგზარ ფუტკარაძემ ძალადობრივი სისტემა გარდაცვალების შემდეგ ამხილა.


close დახურვა