logo
ENG



ბათუმიდან ვილნიუსისა და ტალინის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები შესრულდება

03 აგვ 202116:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/03/i5a3kkltb0vlvpp.jpg

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანიები Getjet და Smartlynx უბრუნდებიან.

მათი ინფორმაციით, ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet და ესტონური ავიაკომპანია Smartlynx მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ვილნიუსი - ბათუმი - ვილნიუსისა და ტალინი - ბათუმი - ტალინის მიმართულებებით შეასრულებენ.

Getjet-ის რეისები ვილნიუსსა და ბათუმს შორის 30 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ორშაბათი) განხორციელდება, რაც შეეხება ესტონურ Smartlynx-ს - ტალინსა და ბათუმს შორის მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების შესრულებას 5 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით გეგმავს.


close დახურვა