ბათუმის აეროპორტში ნაღმზე ცრუ შეტყობინების გამო ფრენა გადაიდო.
აეროპორტში შეტყობინების შესვლის შემდეგ გამნაღმველები მუშაობდნენ. ამ დროისთვის, გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს.
ამ შემთხვევის გამო, ორი საათით გადაიდო თურქეთის ავიახაზების, ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო.