logo
ENG



ბათუმის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციაში 28 დღემდე ასაკის 3 ჩვილია მოთავსებული

11 აგვ 202121:36
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციაში 28 დღემდე ასაკის 3 ჩვილია მოთავსებული

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის რეანიმაციაში ახლა 3 კოვიდნიფიცირებული ახალშობილია მოთავსებული. 

ჰოსპიტლის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ მათი ასაკი 0-დან 28 დღემდეა. 

ასევე, ბახტაძემ თქვა, რომ უახლოეს საათებში ჰოსპიტალში მოათავსებენ 2 თვის ჩვილს, რომელიც დედასთან ერთად არის ინფიცირებული. ისინი ბათუმში ფოთიდან გადაყავთ

"ჩვენს კლინიკაში გამოყოფილია 59 საწოლი. მათგან 50 არის პედიატრიულ განყოფილებაში, ხოლო 9 საწოლი არის რეანიმაციაში - 3 მოზრდილ ბავშვთა რეანიმაციაში, 6 - ახალშობილთა რეანიმაციაში. 

რა თქმა უნდა, მომართვიანობა ძალიან მაღალია. დღეს პირველი საღამოა, როცა რამდენიმე საწოლი გვაქვს თავისუფალი, მაგრამ ახლა დამირეკეს, რომ ფოთიდან მოყავთ 2 თვის ჩვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულია დედასთან ერთად. 

დილით გვყავდა 64 პაციენტი. ნაწილი გავწერეთ და მივიღეთ ახალი ნაკადი. 

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 4 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 არის ახალშობილთა რეანიმაციაში. ახალშობილთა რეანიმაცია ემსახურება 0-დან 28 დღემდე ასაკის პაციენტებს. წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე დღის ახალშობილები არიან მოთავსებული ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული. 

46 პაციენტი არის დედა და 28 ბავშვი". - თქვა თამარ ბახტაძემ. 


close დახურვა