ბათუმის ბულვარში მოზარდი დაჭრეს.
იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.