logo
ENG



ბათუმის ეპარქიაში მონაზონი კოვიდით გარდაიცვალა

18 აგვ 202110:49
3 წუთის საკითხავი
clock 1639

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი სოსანა კოვიდით გარდაიცვალა. ინფორმაცია ეპარქიამ 17 აგვისტოს გაავრცელა. 

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ სასულიერო პირები ადასტურებენ, რომ მონაზონი კოვიდით გარდაიცვალა, თუმცა დეტალები არ იცის. 

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში 56 878 ტესტი ჩატარდა. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 10,4%, ბოლო 14 დღის - 10,71%, ბოლო 7 დღის - 11,09%. 

 


close დახურვა