logo
ENG



ბათუმის ინფექციურში 4 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

26 მარ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. დღეისათვის ბათუმში მკურნალობას დაინფიცირებული 6 პაციენტი გადის, მათგან მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალოდ მძიმე. ახლადდადასტურებული შემთხვევა კი აჭარაში თურქეთის ისტორიას უკავშირდება.

„დადასტურებული შემთხვევებიდან ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენების დამაკმაყოფილებელია, კარგად გრძნობენ თავს. ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს მოქალაქე უკავშირდება, თურქეთში იმოგზაურა, გადმოკვეთა სარფის საზღვარი და საბაჟოდან გადმოიყვანეს ჩვენთან“, - განაცხადა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დათო მურვანიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 77 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 247. ვირუსისგან სრულად განიკურნა 10 პაციენტი.


close დახურვა