ბათუმში, სამედიცინო ცენტრ ბიემსიში 18 წლის გოგომ იმშობიარა და ახალშობილი კლინიკაში დატოვა. დედა კლინიკიდან უკვე გაეწერა, ბავშვი კი სამედიცინო ცენტრში რჩება.
კლინიკაში ამბობენ, რომ საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო და ჩვილის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას ისინი უზრუნველყოფენ.
ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფორმულა დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.