დღეიდან აჭარაში სამედიცინო დაწესებულებები ვაქცინაციას კლინიკის გარეთ პირველად დაიწყება. ბათუმის ორ მოლში - ბათუმი მოლსა და მეტრო სითიში, ამცრელი ჯგუფები განთავსდა და მოქალაქეების სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით იმუნიზაცია დაიწყო. მოქალაქეები სერვისის მიღებას ყოველდღიურად 10:00-დან 18:00 საათამდე შეძლებენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დღის განმავლობაში აცრას 2 000-მდე მოქალაქე იტარებს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 1844-მა მსურველმა ჩაიტარდა. აქედან ფაიზერით აიცრა 1 154 პირი, ასტრაზენეკით 80, სინოვაკით 20, სინოფარმით 590.
ჯამში აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს 45 000- მდე პირს.