ბათუმის პორტში დღეს დილით ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი შემოვიდა. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად ამერიკული გემი ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც იმყოფებოდა.
გემი აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს ევროპაში საზღვაო უსაფრთხოების დაცვას და მხარს უჭერს ნატოს ოპერაციებს და მისიებს.
USS Porter-ი მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Porter-ი საქართველოს სტუმრობს.