ბათუმში სასტუმრო „რედისონის“ ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „ფორმულას“ სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მის თანხმლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს და ყველა პასუხი უარყოფითია.
„ერთ-ერთ სტუმარს ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით ჩატარებული ტესტირების შედეგად, დაუდგინდა კოვიდ 19, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა მის თანხმლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ყველა პასუხი უარყოფითია. ყველა მათგანი კარანტინშია გადაყვანილი და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.
სტუმარი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასტუმროს თანამშრომლებმა იმოქმედეს მთავრობის მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად“, - აცხადებენ „რედისონში“.
როგორც სასტუმროში თქვეს, ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.