logo
ENG



ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

09 დეკ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ამავე კლინიკის ექიმ-ტრავმატოლოგი გარდაიცვალა.

როგორც ფორმულას საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ განუცხადა, გარდაცვლილს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

"6-ში შემოვიდა და 8-ში გარდაიცვალა. გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა - მოციმციმე არითმია", - განაცხადა კიკაბიძემ.

მისი თქმით, ექიმ-ტრავმატოლოგის დაინფიცირების წყარო უცნობია. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს სუფთა მხარეს მუშაობდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები არ იმყოფებიან.

 

მთელი საქართველო დაინფიცირდა 


close დახურვა