ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას კლინიკაში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ფუტკარაძეს ვირუსი 10 დღის წინ დაუდასტურდა, თავდაპირველად ის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ამ დროისთვის ბინაზეა.
დღეს, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-ით გაიზარდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.
