logo
ENG



ბათუმის რესტორანში ათობით პირმა მუსიკის ჩართვის გამო იჩხუბა

31 ივლ 202219:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/31/zjwrwfmo6c40179.png

ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში ათობით პირმა მუსიკის ჩართვის გამო იჩხუბა.

არსებული ინფორმაციით, რესტორნის სტუმრების ნაწილს მუსიკის ჩართვა უნდოდა, სხვა მაგიდაზე მსხდომმა მოქალაქეებმა კი გააპროტესტეს და თქვეს, რომ ქვეყანაში გლოვის დღეა, ამიტომ სიმღერა არ უნდა ჩაერთოთ. სწორედ ამის გამო დაიწყო მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

ჩხუბის ვიდეო Facebook-ზე დღეს, 31 ივლისს გავრცელდა:


close დახურვა