logo
ENG



ბათუმის სათნოების სახლში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 12 ხანდაზმულს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 ოქტ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმის სათნოების სახლში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 12 ხანდაზმულს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის სათნოების სახლში, ბოლო 10 დღის განმავლობაში , 12 ხანდაზმულს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზ იოანე ბარამიძემ დაუდასტურა.

დეკანოზის თქმით, სათნოების სახლის 120 ბენეფიციარიდან კორონავირუსისგან 70 ხანდაზმული გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. როგორც მან აღნიშნა,  სათნოების სახლი მუშაობას კარანტინის რეჟიმში აგრძელებს.

დღეს, 19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, გარდაიცვალა - 7.

NCDC-ს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 9 888 PCR ტესტი ჩატარდა. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.


close დახურვა