ბათუმის სასტუმრო „სპუტნიკში“, სადაც საკარანტინო სივრცეა, 45 ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა.
მიუხედავად მასიური მოწამვლისა, საავადმყოფოში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ ორი პირი გადაიყვანეს.
სასტუმროში აცხადებენ, რომ პირველი შემთხვევა 17 აპრილს გამოვლინდა. ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს.