logo
ENG



ბათუმის საკარანტინო ზონა 45-მა ადამიანმა დატოვა

21 აპრ 202010:53
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის საკარანტინო ზონა 45-მა ადამიანმა დატოვა. ყველა მათგანი კოვიდ 19 ზე შესაბამისი ტესტით შეამოწმეს, არცერთ შემთხვევაში კვლევამ დადებითი პასუხი არ აჩვენა. ეს ადამიანები მას შემდეგ დატესტეს, რაც მათ სასტუმრო „სპუტნიკში“ საკარანტინო ზონაში ყოფნისას მოწამვლის ნიშნები გამოუვლინდათ.

კორონავირუსი არ დაუდგინა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ორ პირსაც, რომელთა კლინიკაში გადაყვანაც გახდა საჭირო. 

„ორი პაციენტი ჩივილებით, მუცლის ტკივილით და ღებინებით გადაყვანილი იყვნენ კლინიკა „მედემერმენსში“, სადაც მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა კოვიდზე და პასუხი იყო უარყოფითი. მიზანშეწონილად ჩაითვალა, სულ საკარანტინე სივრცეში აღრიცხული პირებისაგან მომხდარიყო იმ 45 პირის იდენტიფიცირება, ვისაც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში რაიმე მცირედი, მსგავსი ჩივილიც კი ჰქონდა. 45 პირიდან ყველას ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ისინი იყო უარყოფითი და რა თქმა უნდა ყველა მათგანმა დატოვა საკარანტინე სივრცე“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.


close დახურვა