logo
ENG



ბათუმის საკრებულოს არჩეული წევრი გახარიას პარტიას ტოვებს

29 ოქტ 202111:07
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის საკრებულოს არჩეული წევრი, ირაკლი თავდგირიძე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის ტოვებს. როგორც მან ფეისბუქზე დაწერა, მისთვის მიუღებელია ოპოზიციასთან კოალიციაში შესვლა.

"ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!

არა ნაცებს! არა ბოროტებას! ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!" - წერს თავდგირიძე. 

ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად გახარიას პარტიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ მათ მოქმედებაზე დამოკიდებული უმრავლესობას ჩამოაყალიბებს ქართული ოცნება თუ ოპოზიცია. 


close დახურვა