logo
ENG



ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული 4 პირი გაათავისუფლა

15 ნოე 201917:28
3 წუთის საკითხავი
 
w98tds21nqfv7go.png

აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული 4 პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, რადგან დაკავებულებმა განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის აყვანისთვის და მტკიცებულებების გასაცნობად დრო სჭირდებათ.

სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს  ჩაინიშნა, დაკავებულებს გამოძიება პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას  ედავება. შეგახსენებთ, რომ 4 პირი სამართალდამცველებმა დღეს დილით აჭარის მთავრობის სახლთან აქციის დროს დააკავეს.

 


close დახურვა