logo
ENG



ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში ძალთა ბალანსი შეიცვალა

30 მაი 202220:09
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოში თავმჯდომარე ოცნების წევრი გახდა, პროცედურულ ომს ექვსი თვე დასჭირდა. პირველ მოადგილედ ოცნებამ გახარიას პარტიის ყოფილი წევრი აირჩია. ბათუმის საკრებულოს ხელში ჩაგდების შესაძლებლობა ივანიშვილის პარტიას იმ ცვლილებებმა მისცა, რომელსაც მხარი პარლამენტში ნაციონალურმა მოძრაობამაც დაუჭირა, - სენაკში ოპოზიციური უმრავლესობის შენარჩუნების მოტივით. მაგრამ ბათუმში გამარჯვების გაფორმებიდან სულ რამდენიმე საათში სენაკის საკრებულო დატოვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომელსაც თანაგუნდელები ამ დრომდე გატაცებულად მიიჩნევენ.

 


close დახურვა