logo
ENG



ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

07 სექ 202015:41
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

მისი თქმით, პაციენტი უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი, რაც შეეხება ბაზრობას, მისივე ცნობით, დღეს დაკეტილია, ხვალიდან კი თანამშრომლებს ტესტირებას ჩაუტარებენ. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 315 გამოჯანმრთელდა, 19 გარდაიცვალა.


close დახურვა