logo
ENG



ბათუმში, კორონავირუსის გამო, ერთ-ერთი კლინიკა დროებით დაიხურა

11 სექ 202013:00
3 წუთის საკითხავი
 
o3mpu649r7jyf45.png

ბათუმში კორონავირუსის გამო "ხოზრევანიძის კლინიკამ" დროებით მუშაობა შეაჩერა. კოვიდ-19 კლინიკის ადმინისტრაციული განყოფილების თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც ფორმულას კლინიკის დირექტორმა ელდარ ხოზრევანიძემ განუცხადა, ამ დროისთვის თანამშრომლების გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. 

ხოზრევანიძის თქმით, კლინიკა, სავარაუდოდ, ორშაბათს განაახლებს მუშაობას.

"დროებით შეაჩერა კლინიკამ მუშაობა. მიმდინარეობს მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები. დავიწყეთ თანამშრომლების გაფართოებული ტესტირება. ყოველ 72 საათში ვიტარებთ ტესტს", - აცხადებს ხოზრევანიძე. 

მისი თქმით, ინფიცირებულს თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალ შემთხვევებს შორის, ყველაზე მეტი, 29 ინფიცირებული ბათუმიდან არის.

სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.


close დახურვა