ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში 9 წლის ბავშვი ჩავარდა.
ინფორმაციით, მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
