logo
ENG



ბათუმში, მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

13 დეკ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. 

აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. 

დემონსტრანტები ამბობენ, რომ მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლაპარაკი რამდენიმე დღის წინანდელ შემთხვევაზე უნდოდათ, როცა აქციის 8 მონაწილე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. 

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ აქციები მშვიდობიანია, ვითარება კი პოლიციელების პროვოკაციების შემდეგ იძაბება. 

"დღეს პოლიციის და სახელმწიფოს მოქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება. ფაქტობრივად საბჭოთა კავშირში ვართ და რეპრესიული მანქანა ამუშავდა. 40 დღეა, აქცია მიმდინარეობს და სანამ პოლიცია არ აწყობს პროვოკაციას, მთელი საქართველო ხედავს, რომ აქცია არის მშვიდობიანი. 

რამდენიმე დღის წინ დააჯარიმეს მოჭიდავეები. მათ შეუზღუდეს გამოხატვის და შეკრებს თავისუფლება, მაშინ, როცა ამ რეგულაციების პირობებშიც ეს უფლება არ იზღუდება. ჯარიმას სიტყვიერი პროტესტი მოყვა და დაიწყო დაკავებების სერია". - თქვა მირდატ ქამადაძემ

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია უკვე 40 დღეა, მიმდინარეობს. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 


close დახურვა