logo
ENG



ბათუმში, რურუას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის კედელზე ბათქაში ჩამოიშალა

15 ნოე 202123:01
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში, რურუას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის კედელზე ბათქაში ჩამოიშალა

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის კედელზე ბათქაში ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ ბათუმელებთან საუბრისას განაცხადა, კორპუსის მაცხოვრებლებს სასტუმროში გადაიყვანენ, შემდეგ კი შეფასდება კორპუსის მდგომარეობა.

მისივე თქმით, კორპუსს ავარიული სტატუსი არ ჰქონია, თუმცა ექსპერტიზა საჭიროა.

"კორპუსის ერთ კედელზე დაფიქსირდა ბათქაშის ცვენა, მოსახლეობა შეშინებულია და ჩვენ მათ ვთავაზობთ უსაფრთხო ადგილას გადაყვანას. ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება სასტუმროში. ჩატარდება კვლევა კორპუსის მდგომარეობის შეფასება და შემდგომ დაიგეგმება, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს კორპუსთან მიმართებით", - ამბობს სურმანიძე.

ადგილობრივების თქმით, კორპუსში დაახლოებით 70 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილი უარს ამბობს სასტუმროში გადასვლაზე და აღნიშნავენ, რომ ბინა ავარიულია და ახალი ფართი სჭირდებათ, ნაწილი კი თანახმაა დროებით ქირით გადასვლაზე. 


close დახურვა