დღეს დილიდან ბათუმში 100-მდე მიკროავტობუსის მძღოლი გაიფიცა. მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ გაცემული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მგზავრებს ტრანსპორტით გადაადგილებისას ფეხზე დგომა ეკრძალებათ.
მძღოლები აცხადებენ, რომ შემოსავლები შემცირებული აქვთ. გარდა ამისა, ისინი ვალდებულნი არიან, მიკროავტობუსებში ლუქი დაამაგრონ და ღია ფანჯრები მოაწესრიგონ.
პანდემიამდე, მერიასთან მგზავრობის შეთანხმებული ტარიფი ხელვაჩაურის მიმართულებით 50 თეთრი იყო, ახლა კი მძღოლები ტარიფის 70 თეთრამდე გაზრდას ითხოვენ.