ბათუმში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
უცნობია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გამოძიება დაწყებულია. შსს მოგვიანებით შეგვატყობინებს დეტალებს თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.