logo
ENG



ბათუმში 3 ივლისის აქციის საინფორმაციო კამპანიის ჩასაშლელად ოცნებამ აქტივისტი მიაგზავნა

30 ივნ 202214:03
3 წუთის საკითხავი
 

ქართულმა ოცნებამ პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიაში ხელის შესაშლელად პარტაქტივი ბათუმშიც გააქტიურა. 

გაბრიელ კამაევი არის პიროვნება, რომელიც გიგა მაქარაშვილს, ირმა გორდელაძეს და სახალხო მოძრაობის სხვა წევრებს დახვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კამაევი ბათუმის საკრებულოს აპარატშია დასაქმებული, ფეისბუქის ქავერზე კი ოცნების დეპუტატის დიტო სამხარაძის ფოტო უყენია, რომელიც ოპონენტების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.

კამაევმა მოძრაობის წევრებს უთხრა, რომ მათი აქტიურობა მიუღებელია, მან აგრესია გამოხატა კრიტიკული მედიების მიმართაც.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა ოთარ ბაციკაძე, რომელიც ქართული ოცნებიდან უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია.


close დახურვა