logo
ENG



ბათუმში 8 წლის ბავშვი სიმაღლიდან გადავარდა - მისი მდგომარეობა მძიმეა

26 აგვ 202117:59
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში 8 წლის ბავშვი სიმაღლიდან გადავარდა - მისი მდგომარეობა მძიმეა.

ის ბათუმში მდებარე იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

კლინიკაში ამბობენ, რომ შეყვანისას ბავშვის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, ამ ეტაპზე კი ის რეანიმაციაშია. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები კვლევები.

„შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის საშუალებით. იყო მძიმე მდგომარეობა, შოკური. იყო სიმაღლიდან ვარდნა, გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. სახეზე იყო ტრავმული შოკი", - ამბობენ კლინიკაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სტადიონზე მოხდა.

ფორმულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს.


close დახურვა