ბათუმში, ახალ ბულვართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა.
კერძოდ, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამმინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რას ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ეკსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.