შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე მუხლებით (იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.
გვიან ღამით ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი 19 წლის კაცი კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.