ბათუმის ბულვარში მშენებლობების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქცია-პერფორმანსს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძეც, შეუერთდა.
აქციის მონაწილეები ბულვარში მშენებლობებსა და შპს ბათუმი თაუერისთის პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობები დაუშვებელია.
12 აპრილს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი სწორედ მის მიერ პროტესტის გამოხატვა გახდა - ირაკლი ჯინჭარაძე პლაჟის ტერიტორიის იჯარით გასხვისებას შეეწინააღმდეგა.
გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დასახელდა.