ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი, მობილიზებული იყო დრონიც.
არასრულწლოვანს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს გახდა ცნობილი.