ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაიწვა ორი მაღაზია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.