ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.