ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ბავშვს მაშველები დილიდან ეძებენ როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე - წყალქვეშ.
ძიების პროცესში ჩართულია ორი სკუტერი, სამი მყვინთავი, დრონი და ექოლოგის საშუალებით წყლის ფსკერსაც ათვალიერებენ.