ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი ნაპოვნია.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ნავსადგურის მიმდებარედ ზღვაში გაუჩინარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში ამბობენ, მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი ზღვიდან ცოტა ხნის წინ ამოასვენეს. მოზარდი ამოცნობილია.