შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში კაცი დაჭრეს. საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული.
მათი ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 2006 წელს დაბადებულ პირს დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
