ხმაურით ჩაიარა ფილმის ჩვენებამ გუშინ ბათუმში. კინოთეატრ „აპოლოსთან“ პოლიციამ ერთი პირი დააკავა. აქციის მონაწილემ ფილმის სანახავად მისულ მაყურებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება.
„თავისი სიტყვა უნდოდა ეთქვა და დაიჭირეს, არაფერი შეურაცხყოფა არავის არ მიუყენებია, გინების გამო ძეიძლება ხელები გადაუგრიხო?! მეც შეიძლება შევიგინო, მაგრამ ამის გამო უნდა გადამიგრიხონ ხელები და წამიყვანონ?!“,-აცხადებს დაკავებულის მეგობარი.