ბათუმში კლუბმა Sector 26 მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა.
კონცერტი 24 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც კლუბი აცხადებს, ის არ შედგება.
კლუბმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს მეგი გოგიტიძემ მოსკოვსა და სოჭში კონცერტები დააანონსა.
მისი თქმით, სოჭში 29 ივლისს იმღერებს, მოსკოვში კი - 6 აგვისტოს.
მომღერალმა დაწერა, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია თავის ვებგვერდზე, რომელიც რუსულენოვანია და დომენიც რუსული აქვს.