logo
ENG



ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელსაც კოლეგებთან ჰქონდა შეხვედრა

07 სექ 202016:16
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელსაც კოლეგებთან ჰქონდა შეხვედრა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელსაც კოლეგებთან ჰქონდა შეხვედრა.

მისი თქმით, მასწავლებლის კონტაქტები მოძიებულია და ამ დროისთვის მათი PCR ტესტირება მიმდინარეობს. 

"ამ პედაგოგს არ ჰქონდა შეხება არც მშობლებთან და არც მოსწავლეებთან, ჰქონდა შეხვედრა თავის კოლეგებთან და ჰქონდა გარკვეული კონტაქტი. შეფასება მიმდინარეობს ამ კონტაქტების და უკვე მიმდინარეობს მათი PCR ტესტირება. მას ჰქონდა ორ სკოლასთან შეხება, ორივე სკოლასთან აქტიურად მიდის მუშაობა", - განაცხადა ეფაძემ. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 315 გამოჯანმრთელდა, 19 - გარდაიცვალა.


close დახურვა