logo
ENG



ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

16 ნოე 202019:50
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს. 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის. 

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს, როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური, იმ მონაცემების საფუძველზე, რაც ააქამდე გვქონდა. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 230.

 


close დახურვა