ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილია 55 წლის ბენო ჭელიძე. ის კლინიკაში 20 ნოემბერს მოათავსეს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
"დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარსიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, აჭარაში სულ 5 სამედიცინო პერსონალია გარდაცვლილი.
საქართველოში დღეს, 24 ნოემბერს კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 10 აჭარაში.